11. გალერეა
ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს
გააქტიურების კოდი, რაც განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ ელემენტის
გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-თი დაცული შინაარსი, აქტივაციის
კოდებისა და შინაარსის დასარეზერვებლად გამოიყენეთ Nokia PC Suite-ის
დარეზერვების ფუნქცია. გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ
გადავიდეს აქტივაციის კოდი, რომლის აღდგენაც დაგჭირდებათ ელემენტთან
ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება მას
შემდეგ, რაც დააფორმატებთ მოწყობილობის მეხსიერებას. აქტივაციის
კოდების აღდგენა შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაგჭირდეთ, თუ თქვენს
მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება.
თქვენს ტელეფონს აქვს ციფრული უფლებების მართვის (DRM) სისტემის
მხარდაჭერა, რომ დაიცვას შეძენილი მასალები. ყოველთვის შეამოწმეთ
ნებისმიერი შინაარსისა და აქტივაციის კოდის მიღების პირობები, რადგან
შეიძლება ეს ფასიანი იყოს.
საქაღალდეების სანახავად აირჩიეთ მენიუ > გალერეა.