დროებით არ იმუშაოს. ელემენტის მუშაობა განსაკუთრებით იზღუდება
გაყინვის ტემპერატურაზე ქვემოთ.
არ მოახდინოთ ელემენტის მოკლე ჩართვა. შეიძლება შემთხვევით მოხდეს
მოკლე ჩართვა, თუ ლითონის საგანი, მაგალითად, მონეტა, სამაგრი, ან
კალმისტარი ერთდროულად შეეხება ელემენტის დადებით (+) და უარყოფით
(-) ბოლოს. (ეს გამოიყურება, როგორც ლითონის ზოლი ელემენტზე.)
მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც სათადარიგო ელემენტი გიდევთ
ჯიბეში ან ჩანთაში. ბოლოების მოკლე შეერთებამ შეიძლება დააზიანოს
ელემენტი ან შემაერთებელი საგანი.
არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში, რადგან შეიძლება აფეთქდეს. ელემენტი
ასევე შეიძლება აფეთქდეს, თუ იგი დაზიანებულია. ელემენტები გადაყარეთ
ადგილობრივი წესების შესაბამისად. გთხოვთ, მეორადი გამოყენება მისცეთ,
თუ ეს შესაძლებელია. არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ, დაამტვრიოთ, მოღუნოთ, დაბრიცოთ,
გახვრიტოთ ცალკეული ნაწილები ან კვების ელემენტი. თუ ელემენტი
გაჟონავს, შეეცადეთ არ მოგხვდეთ სითხე კანზე ან თვალში. ელემენტის
გაჟონვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ კანი და თვალები წყლით,
ან მიმართეთ ექიმს.
არ შეცვალოთ, არ გადაამუშაოთ, არ ჩასვათ უცხო ობიექტები კვების
ელემენტში, არ ჩადოთ ან დაასველოთ წყალში ან სხვა სითხეში.
კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი,
აფეთქება ან სხვა საშიშროება. თუ მოწყობილობა ან კვების ელემენტი
დავარდა, განსაკუთრებით მყარ ზედაპირზე და ფიქრობთ რომ დაზიანდა,
წაიღეთ სერვის-ცენტრში შესამოწმებლად, სანამ მას კვლავ გამოიყენებდეთ.
ელემენტი გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. არასდროს
გამოიყენოთ დაზიანებული დამტენი ან ელემენტი. შეინახეთ ისინი
მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Nokia-ს კვების ელემენტის იდენტიფიცირების
სახელმძღვანელო მითითებები
უსაფრთხოების მიზნით, ყოველთვის გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური
ელემენტები. იმის შესამოწმებლად, რომ ნამდვილად Nokia-ს კვების
ელემენტს იყენებთ, შეიძინეთ იგი Nokia-ს ავტორიზირებულ სერვის-ცენტრში
ან დილერისგან და შეამოწმეთ ჰოლოგრამული იარლიყი შემდეგი ნაბიჯების
გამოყენებით:
ამ ნაბიჯების წარმატებით გავლა ჯერ კიდევ ბოლომდე არ ადასტურებს
ელემენტის ნამდვილობას. თუ რაიმე მიზეზით ეჭვი გეპარებათ ელემენტის
ნამდვილობაში, იმაში რომ იგი მართლაც Nokia-ს ორიგინალური პროდუქტია,
არ გამოიყენოთ იგი და წაიღეთ Nokia-ს უახლოეს ოფიციალური მომსახურების
კვების ელემენტი
© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
29
პუნქტში ან დილერთან, სადაც გაგიწევენ დახმარებას. თუ ნამდვილობა არ
დადასტურდება, დააბრუნეთ ელემენტი იქ, სადაც შეიძინეთ.