Nokia 2323 classic - ნარჩენების გადამუშავება

background image

ნარჩენების გადამუშავება

ყოველთვის ჩააბარეთ გამოყენებული ელექტროსაქონელი, კვების

ელემენტები და შესაფუთი მასალები შესაბამის პუნქტში. ეს ხელს შეუშლის

გადაყრილი მასალების უკონტროლოდ ხარჯვას და ხელს შეუწყობს

მასალების გადამუშავებას. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ

პროდუქტის გამყიდველისგან, ნარჩენების გადამამუშავებელი ადგილობრივი

ორგანიზაციისგან, ეროვნულ წარმოებაზე პასუხისმგებელი

ორგანიზაციებისგან, ან Nokia-ს ადგილობრივი წარმომადგენლობისგან. იმის

შესახებ, თუ როგორ ხდება Nokia-ს პროდუქტების გადამუშავება, იხ.:

მოვლა და ტექნიკური მომსახურება

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

31

background image

www.nokia.com/werecycle, ან მობილური მოწყობილობით გაეცანით გვერდს:

www.nokia.mobi/werecycle.

გადახაზული ურნის სიმბოლო თქვენს პროდუქტზე, კვების ელემენტზე,

დოკუმენტებზე, ან შეფუთვაზე გახსენებთ, რომ ევროკავშირში ყველა

ელექტრო და ელექტრონული პროდუქტის, კვების ელემენტებისა და

აკუმულატორების შეგროვება უნდა მოხდეს ცალკე, მათი მწყობრიდან

გამოსვლის შემდეგ. ეს მოთხოვნები ძალაშია ევროკავშირში. ეს პროდუქტები

არ გადაყაროთ, როგორც ქალაქის დაუხარისხებელი ნარჩენები. თუ გსურთ

შეიტყოთ მეტი გარემოს დაცვის შესახებ, იხილეთ Eco-Declarations

(ეკოლოგიური დეკლარაციები) საიტზე: www.nokia.com/environment.

დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების

შესახებ

ამ მოწყობილობის ზედაპირი არ შეიცავს ნიკელს.

მცირეწლოვანი ბავშვები

შესაძლოა, თქვენი მოწყობილობა ან მისი აქსესუარები შეიცავდნენ მცირე

ზომის ნაწილებს. შეინახეთ ისინი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის

მიუწვდომელ ადგილზე.

მუშაობის პირობები

ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოსიხშირის მიმართ მოთხოვნებს,

როდესაც მისი გამოყენება ხდება ნორმალურ პოზიციაში, ყურზე მიდებით, ან

როდესაც იმყოფება სხეულიდან მინიმუმ 2,2 სანტიმეტრი (7/8 დიუმი)

მანძილზე. როდესაც ჩანთაში დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან ბუდეს იყენებთ

აპარატის სხეულთან ახლოს სატარებლად, იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს და

აპარატი თქვენგან დაშორებული უნდა იყოს ზემოთ ნახსენები დისტანციით.
მონაცემთა ფაილების ან წერილების გადასაცემად მოწყობილობას სჭირდება

მაღალი ხარისხის კავშირი ქსელთან. ზოგ შემთხვევაში, მონაცემთა ფაილების

ან წერილების გადაგზავნა შეიძლება გადაიდოს, სანამ არ იქნება შესაძლებელი

ამგვარი კავშირის განხორციელება. დარწმუნდით, რომ დაცულია ზემოთ

მოცემული დისტანცია, სანამ არ დასრულდება ინფორმაციის გადაცემის

პროცესი.
მოწყობილობის ნაწილები მაგნიტურია. აპარატმა შეიძლება მიიზიდოს

მეტალის საგნები. არ მოათავსოთ საკრედიტო ბარათი ან ინფორმაციის სხვა

მაგნიტური მატარებელი მოწყობილობასთან ახლოს, რადგან შეიძლება

წაიშალოს მათზე შენახული ინფორმაცია.

სამედიცინო აპარატურა

ნებისმიერი რადიოგადამცემი მოწყობილობის მუშაობამ, უკაბელო

ტელეფონების ჩათვლით, შეიძლება ხელი შეუშალოს არაადექვატურად

დაცული სამედიცინო აპარატურის მუშაობას. დაეკითხეთ ექიმს ან

სამედიცინო აპარატის მწარმოებელს და გაარკვიეთ, არის თუ არა იგი