კონფიგურაცია
შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში დააყენოთ კონფიგურაციის პარამეტრები,
რომლებსაც ზოგიერთი სერვისებისთვის გამოიყენებთ. ასევე შეიძლება ეს
პარამეტრები გამოგიგზავნოთ თქვენი სერვისის პროვაიდერმა.
აირჩიეთ მენიუ > პარამეტრ > კონფიგუ-რაცია და რომელიმე შემდეგი ოფცია:
● ნაგულისხ. კონფ. პარამეტრები — ტელეფონში შენახული სერვისის
პროვაიდერების დათვალიერება და ნაგულისხმევი პროვაიდერის შერჩევა
● გააქტიურდეს ავტომატურად — ნაგულისხმევი კონფიგურაციის
პარამეტრების გააქტიურება გამოყენებადი პროგრამებისთვის
● სასურ წვდომის წერტილი — შენახული წვდომის წერტილების
დათვალიერება
● დაუკავშირდით სერვ. პროვაიდ — კონფიგურაციის პარამეტრების
ჩამოტვირთვა თქვენი სერვისის პროვაიდერისგან
● მოწყობილობის მენეჯერის პარ. — პროგრამული უზრუნველყოფის
განახლებების ტელეფონში მიღების ნებართვა ან აკრძალვა. ეს ფუნქციები
ტელეფონს უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვერ
გამოიყენებთ.
● პირადი კონფიგ პარამ — სხვადასხვა სერვისებისთვის ახალი პირადი
პროფილების დამატება ხელით, მათი გააქტიურება და წაშლა. ახალი
პირადი პროფილის დასამატებლად აირჩიეთ ახალი ან ოფცია > ახალი.
აირჩიეთ სერვისის ტიპი და შეიყვანეთ საჭირო პარამეტრები. პირადი
პროფილის გასააქტიურებლად გადადით მასზე და აირჩიეთ ოფცია >
აქტივაცია.